პროექტის შესახებ

გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) გამომცემლებ ესწრაფვიან მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის მეცნიერების სფეროშ მიმდინარე გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და გერმანულ, შესაბამისად ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს და სურთ, წვლილი შეიტანონ ქართული- და აგრეთვე გერმანული – სისხლის სამართლის დოგმატიკის ჰარმონიზაციასა და მის შემდგომ განვითარებაში. ამასთანავე , ჟურნალის ძირითად მიზანს წარმოადგენს “ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია”.
ასეთ გრძელვადიან პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას გერმანელ და ქართველ სისხლის სამართალიც მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, დოქტორანტებს და აგრეთვე სტუდენტებს შორის. წერილობითი სახით შემუშავებული ერთობლივიშედარებით-სამართლებრივი ანალიზი სისხლის სამართლის სფეროში წარმოადგენს გარდაუვალ წინაპირონას დასახელებული მიზნის- “ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია” – მიღწევისთვის, რომლის გარეშეც ამ მიზანის მიღწევა მნიშვნელოვნად გართულდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს ჟურნალი, რათა შეიქმნას ერთობლივი შედარებით-სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და გერმანიას შორის. ჟურნალი ორიენტირებულია ასევე აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლებისკენ, განსაკუთრებით ლიტერატურის სწორედ ციტირებისკენ. და ბოლოს, ამ ჟრნალის მეშვეობით, როგორც გერმანელ, ასევე ქართველ სისხლის სამართლის მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, შეექმნებათ შესაძლებლობა, სრულყოფილად გაეცნონ ორივე ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის განვითარების პროცესს.
ჟურნალში, თავისთავად, შესაძლებელია ისეთი ნაშრომების გამოქვეყნებაც, რომლებიც სცილდებიან ამ ორივე ქვეყნის ფარგლებს.
იხილე დაწვრილებით ჟურნალის კონცეფციის შესახებ