ჟურნალის კონცეფცია

გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGSTZ) გამომცემლები ესწრაფვიან მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის მეცნიერების სფეროში მიმდინარე გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და გერმანულ, შესაბამისად ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს და სურთ, წვლილი შეიტანონ ქართული – და აგრეთვე გერმანული – სისხლის სამართლის დოგმატიკის ჰარმონიზაციასა და მის შემდგომ განვითარებაში. ამასთანავე, ჟურნალის ძირითად მიზანს წარმოადგენს „ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია“.
ასეთ გრძელვადიან პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას გერმანელ და ქართველ სისხლის სამართლიც მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, დოქტორანტებსა და აგრეთვე სტუდენტებს შორის. წერილობითი სახით შემუშავებული ერთობლივი შედარებით-სამართლებრივი ანალიზი სისხლის სამართლის სფეროში წარმოადგენს გარდაუვალ წინაპირობას დასახელებული მიზნის – „ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია“ – მიღწევისთვის, რომლის გარეშეც ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნად გართულდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს ჟურნალი, რათა შეიქმნას ერთობლივი შედარებით-სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და გერმანიას შორის. ჟურნალი ორიენტირებულია ასევე აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლებისკენ, განსაკუთრებით ლიტერატურის სწორედ ციტირებისკენ. და ბოლოს, ამ ჟურნალის მეშვეობით, როგორც გერმანელ, ასევე ქართველ სისხლის სამართლის მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, შეექმნებათ შესაძლებლობა, სრულყოფილად გაეცნონ ორივე ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის განვითარების პროცესს.
ჟურნალში, თავისთავად, შესაძლებელია ისეთი ნაშრომებიც გამოქვეყნებაც, რომლებიც სცილდბიან ამ ორივე ქვეყნის ფარგლებს.

DGStZ-Konzept