საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი პირველი
სისხლის სამართლის კანონი
თავი I
საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობა
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის
კანონმდებლობა და მისი მიზანი
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი
პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი,
და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
2. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
3. ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და
მართლწესრიგის დაცვა.
სრულად: სისხლის სამართლის კოდექსი